რეზონანსი
07.10.2022

როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა ის დაელოდება კომისიის გადაწყვეტილებას ექსპერტის დაშვებაზე, რადგან ფიქრობს, რომ ჯერჯერობით არსებობს სივრცე და მექანიზმი, რომ მიიღონ თანხმობა.

"ჩვენ ამ დღეების განმავლობაში უწყვეტი კავშირი გვაქვს მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენლებთან და მის გარემოცვასთან. რამდენადაც ვიცი, რეგულირების გადაწყვეტილებას ელოდებიან ნებართვაზე და ეს მნიშვნელოვანია, რომ ნებართვა გაიცეს. მე ვადასტურებ, არაერთი კომუნიკაცია მქონდა პირადად შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან და ვეხმარებოდი მხარეს ჰქონოდათ სწორი კომუნიკაცია უწყებებთან, რათა მაქსიმალურად დაჩქარებულად მომხდარიყო ამ გადაწყვეტილების განხილვა. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კომისია, იმედი მაქვს, რომ დააკმაყოფილებს მათ მოთხოვნას.

იყო თხოვნა გაჟღერებული, რომ სახალხო დამცველს შეეშვა აღნიშნული ექსპერტი როგორც მისი წარმომადგენელი, ვფიქრობ, ეს არ იქნება სწორი, რადგან ეს პირი, რომელსაც ნამდვილად აქვს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია და საერთაშორისო აღიარება, როგორც მე ვიცი, ის არის ნობელის პრემიის ლაურეატი და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის არაერთი პრიზი აქვს აღებული, მაგრამ ის არის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტი, რომლის ლიცენზირებასაც მიმართა მხარემ, ამიტომ ვფიქრობ, სახალხო დამცველის მანდატის ნეიტრალურობასთან დაკავშირებით ცოტა პრობლემატური იქნება, რომ ჩემი მანდატით შევუშვა ადამიანი, ვინც მხარის მიერ იყო მოწვეული, თუმცა, ველოდები კომისიის გადაწყვეტილებას და თუ ჩავთვალე, რომ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო კომისიამ და არანაირი სხვა მექანიზმი არ დარჩა მხარეს, რომ ამ უფლებით ისარგებლოს, რა თქმა უნდა, შეიძლება გადავხედოთ მიდგომებსაც, მაგრამ ვფიქრობ, ჯერჯერობით არსებობს სივრცე და მექანიზმი, რომ მათ მიიღონ ეს თანხმობა,"- განაცხადა ლომჯარიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×