რეზონანსი
07.10.2022

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი დარწმუნებულია, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის გაყინული კონფლიქტი არ იქნება, რადგან უკრაინა განწყობილია, გაათავისუფლოს თავისი ყველა ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„დარწმუნებული ვარ, რომ არ იქნება გაყინული კონფლიქტი, ჩვენ განწყობილნი ვართ, გავათავისუფლოთ ყველა ჩვენი ტერიტორია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩვენი არმია ძალიან მოტივირებულია ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად. ჩვენ ვიბრძვით ჩვენი მშობლიური მიწისთვის, ჩვენი სახლებისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის. რუსული არმია აბსოლუტურად დემოტივირებულია, რუს ჯარისკაცებს არ ესმით, რატომ უნდა გაწირონ სიცოცხლე ერთი ადამიანის სურვილებისთვის, გაუგებარი სურვილებისთვის", - აღნიშნა დენის შმიგალმა.

„ერთადერთ გამოსავალს ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებაში ვხედავთ. ან სამხედრო გზით და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით გავაკეთებთ ამას, ან რუსეთი ნებაყოფლობით გააკეთებს ამას და დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს, რის შემდეგაც ჩვენ მათთან ერთად დავსხდებით მოლაპარაკების მაგიდასთან და რაღაც დოკუმენტებს მოვაწერთ ხელს. უკრაინა უნდა გათავისუფლდეს, ამის შემდეგ შეგვიძლია დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან", - განაცხადა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

მისი თქმით, ეს ომი დიდხანს არ გაგრძელდება, თუ უკრაინას სამხედრო და ფინანსურ დახმარებას აღმოუჩენენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×