რეზონანსი
04.10.2022

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დასასრულს უახლოვდება. დღეს მხარეები დასკვნითი სიტყვით  კოლეგიის წინაშე წარდგნენ, თუმცა დაცვის მხარემ ვერ მოასწრო დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა, ამის გათვალისწინებით, შემდეგი სხდომა 11 ოქტომბერს ჩაინიშნა, სადაც დასკვნით სიტყვას იტყვის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. სასამართლოს მიმართავს ნიკა გვარამიაც.

24 ოქტომბერს, კი მხარეები რეპლიკებით წარდგებიან, რომლის შემდეგ მოსამართლეთა კოლეგია სათათბიროდ გავა, თუმცა უცნობია როდის გამოაცხადებს მეორე ინსტანცია თავის გადაწყვეტილებას- გავა სათათბიროდ, თუ ადგილზე მიიღებს მას. 

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველის დიტო საძაგლიშვილის თქმით, "პროკურატურა ისევ ცდილობს თეთრზე შავის მტკიცებას", თუმცა მისი თქმით, აშკარაა, რომ პირველი ინსტანციის განაჩენი პოლიტიკურია.

"ნიკა გვარამიას გენერალური დირექტორობის პერიოდში, მათ შორის  იმ პერიოდში რაზეც მას ბრალი აქვს წარდგენილი რუსთავი 2 იყო ყველაზე წარმატებული ტელეკომპანია და მას გაცილებით მეტი შემოსავალი ჰქონდა მიღებული ვიდრე ახლანდელი მენეჯმენტისპირობებში იღებს ეს კომპანია, რაც ცხადია მიუთითებს პოლიტიკურ მოტივაციაზე, ხოლო რაც შეეხება მეორე ბრალდებას, რომლის გამოც საერთოდ საპატიმროში იმყოფება საერთოდ აბსურდული და სასაცილოა... 

დღეს პროკურორებმა წყენით თქვენს, რომ თითქოს რაღაც არასწორი ინტერპრეტაცია ხდება მაგრამ კი, ნამდვილად ასეა საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ  ნიკა გვარამია ციხეში იმყოფება, კომპანიის საკუთრებაშია არსებული ავტომობილის, პირადი მიზნების გამოყენებისთვის, ეს არის ბრალდების ფაბულა და თან არ უნდა დაგვავიწყდეს, იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას ეხება და ამ კომპანიის დამფუძნებლები სასამართლოს ჩვენებას აძლევენ, რომ არა თუ პრეტენზია არ გააჩნიათ და მათი თანხმობით მოხდა ეს ყველაფერი... 

ცხადია, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი ამ საქმეს არ გააჩნია და უბრალოდ პოლიტიკური მოტივით ნიკა გვარამია განწესებულია საპატიმროში. " ამბობს საძაგლიშვილი 

რაც შეეხება მოლოდინს, ადვოკატი ამბობს, რომ არც მეორე ინსტანციის მოსამართლეები იქნებიან პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×