რეზონანსი
03.10.2022

უკრაინაში მებრძოლი 2 ქართველი ქალი სამშობლოში დაბრუნდა. მათ "ფორმულასთან" საუბარში აღნიშნეს, რომ დღეს საქართველოს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავს და რუსეთის დამარაცხებით, უკრაინასთან ერთად, მალე საქართველოც იზეიმებს.

„პირველ რიგში, ჩვენ იქ მარტო უკრაინისთვის არ ვართ, ჩვენი ქვეყნის გამოც ვართ.. [უკრაინას] რუსეთის დამთავრებაში ხელს ვუწყობთ და ვეხმარებით, უბრალოდ..

საერთო მტერი გვყავს და როდესაც ასეა, გინდა არ გინდა, ძლიერი მეგობრობა გამოდის და ამ მეგობრობის ნიშნად ვართ ზუსტად უკრაინაში.მე ექიმი ვარ, როგორც შემიძლია ხალხს ვეხმარები. მძიმეა, მაგრამ ვიცი, რომ საბოლოოდ ჩვენი გამარჯვება ახლოს არის და ამას ერთად ვიზეიმებთ აუცილებელად.

უკრაინაში, ყველა საზღვარზე, პატივისცემით გვატარებდნენ და აქ ეგრე არ იყო, მეკითხებოდნენ - სად იყავი? რატომ იყავი? რისთვის იყავი?".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×