რეზონანსი
27.09.2022

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და აქტივისტებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარები გაკეთდა პარტიაში. დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ინციდენტი ამოწურულია. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"  პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები მიუღბელია. 

"რაც იყო, ისიც არის უსიამოვნო, თუ იყო რაღაც მუქარები, ესეც აბსოლუტურად მიუღებელია და საერთოდ, სხვადსხვა მოსაზრებები, სხვადასხვა პოზიციების ჭიდილის დროს, რაც ნაციონალურ მოძრაობაში ყოველთვის იყო, არის და ღმერთმა არ ქნას რომ მოშალოს და ყოველთვის იქნება, ჩვენი ურთიერთობის ცივილიზებული დისკუსიის ფარგლებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავცდეთ და ვინც არ უნდა გადალახოს ეს ზღვარი, ბუნებრივია, არავის მოქმედება არ არის მოსაწონი," - ამბობს გია ბარამიძე.

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს და ამასთან დაკავშირებით თავად მხარეებმა უნდა ისაუბრონ.

"წარმოდგენა არ მაქვს ამ ინციდენტზე, მხოლოდ მოყოლით, რაც იცით თქვენ, იგივე ვიცი მე. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ არსებობს დაპირისპირებული მხარეები, მათ უნდა გააკეთონ დამატებითი განმარტებები," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×