რეზონანსი
27.09.2022

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს არის ერთი თაობა, რომელმაც ყველას გვაჩვენა, აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობასაც, რომ ეს წლები არაფრის მომტანი იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს, ალბათ ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანია.

„სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ეს არის ერთი თაობა. ამ ერთმა თაობამ ყველას გვაჩვენა, ასევე აჩვენა აფხაზეთის მოსახლეობას, რომ არაფრის მომტანი არ იყო ეს წლები. არა აფხაზეთის კულტურისთვის, არა ენისთვის, არა მისი ეკონომიკისთვის, განვითარებისთვის და ეს არის ის, რასაც დღეს ალბათ ის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, ამას ხვდება, რომ რუსეთის ოკუპაცია არაფრის მომტანი არ არის. დღეს უნდა ვიყოთ მზად, დავინახოთ და ჩვენც ვაჩვენოთ, რომ ახალი დრო იწყება, ახალი პერსპექტივა, ახალი ურთიერთობა და ამაზე უნდა ვიფიქროთ. გლოვა არ ჰყოფნის, გლოვა აუცილებელია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რა არის ჩვენი წარსული, მაგრამ გლოვაში არ შეიძლება, ვიცხოვროთ. უნდა ვიცხოვროთ მომავალში და დარწმუნებული ვარ, ეს მომავალი ძალიან ბევრს, ძალიან ჩქარა მოგვიტანს. ამას ვხედავთ, როდესაც გამოდის იქ ჩვენი მოსახლეობა ბიჭვინთის საკითხზე, ვხედავთ, როდესაც რეაქციებია მობილიზაციაზე. ეს ყველაფერი არის ნიშნები, რომლებიც კარგად უნდა წავიკითხოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. 1992-1993 წლებში, ომის შედეგად, 3 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 000-ზე მეტი კი დევნილად იქცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×