რეზონანსი
27.09.2022

თბილისში, კერძოდ მუხიანში მომაკვდინებელი ნაკოტიკი გამოჩნდა. tia.ge-ს ინფორმაციით, 1 კვირის განმავლობაში მუხიანში, მეოთხე მიკროში 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა, მათგან ერთი შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც ადგილობრივები tia.ge-სთან საუბარში ამბობენ, სამივე მათგანი ნარკოტიკულმა საშუალებამ შეიწირა.

"რამდენიმე დღის წინ 2 ბიჭი იპოვეს მკვდარი დღეს კი 24 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სადარბაზოებში და სკვერებში სისხლიანი შპრიცები ყრია, ამ ყველაფერს კი მომკითხავი არავინ ჰყავს. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, პოლიციამაც, მაგრამ თვალს ხუჭავენ. ჩვენ ვნახულობთ შპრიცებს, ეგენი ვერ ხედავენ? უგონო, გათიშულ მდგომარეობაში დადიან ავტომობილებით. ეზოებში იკრიბებიან და ხმამაღლა განიხილავენ ვინ რამდენს დადებს, სად უნდა შეიკრიბონ რომ გაიკეთონ და ა.შ. უკვე ხალხსაც აღარ ერიდებიან. ეს ყველაფერი ჩვენ შვილებს ესმით. კატასტროფა ხდება, ახალგაზრდა თაობა გვეღუპება", - განუცხადა წყარომ tia.ge-ს.

წყარო: TIA.GE

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×