რეზონანსი
27.09.2022

საქართველოს საზღვარს ჩავკეტავდი, არაფერში არ გვჭირდება დეზერტირი რუსები. ახლა გაახსენდათ, რომ თურმე ომი ცუდია, უკრაინას დაესხა თავს რუსეთი. ასეთი ხალხის მიმართ არანაირი სენტიმენტი არ მაქვს, ეს არის ხალხი, ვინც ტაშს უკრავდა პუტინს, როცა საქართველოს ბომბავდა, ჩეჩნეთს და ყირიმი წაიღო, შემდეგ დონბასი, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ამ ხალხის ნდობა არ შეიძლება“.

„ახლა, როცა გამოიძახეს და მოსთხოვეს რუსეთისთვის იომეთო, ახლა გაახსენდათ, რომ ლიბერალები არიან და თავისუფლება უყვართ. მათი არ მჯერა. ხელისუფლებაში რომ ვიყო, ლარსის საზღვარი იქნება ჩაკეტილი და იქიდან არც ერთი დეზერტირი არ შემოვიდოდა. ის, რომ იქიდან ქართველებიც მოდიან, მაშინ ვთქვათ, რომ მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს გამოვატარებთ, ან სავიზო რეჟიმი შემოვიღოთ, ან ქონების შეძენა ავუკრძალოთ. ამ ხალხის სახით გრძელვადიან პრობლემას ვიღებთ, რადგან ტვინში რა უდევთ, არ ვიცით. ის, რომ დამპყრობელი ხალხია და ზემოდან გვიყურებენ, ეს ზაფხულზეც ვნახეთ. ამ ხალხის ნდობა არ შეიძლება და თავს ნუ მოვიტყუებთ, რომ ლიბერალები არიან. წავიდნენ და იომონ თავისი პუტინისთვის“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×