რეზონანსი
25.09.2022

„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, პროპაგანდაა განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს ოპოზიცია 12 პუნქტის შესრულებაში ხელისუფლებას რამენაირად ხელს უშლის.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არ არსებობს პუნქტი, რომელსაც „ქართული ოცნება" დადგენილ ვადაში ვერ შეასრულებს, თუ ეს მას გულწრფელად უნდა.

„პროპაგანდაა, თითქოს ოპოზიცია 12 პუნქტის შესრულებას რამენაირად ხელს უშლის. არცერთ საკითხს ოპოზიციის ხმის მიცემა არ სჭირდება. „ქართულ ოცნებას" ნებისმიერ საკითხზე, გარდა საკონსტიტუციო ცვლილებისა, საკმარისი ხმების რაოდენობა აქვს, რომ მარტომაც შეასრულოს 12 - პუნქტიანი რეკომენდაციები, მაგრამ სინამდვილეში რა ხდება? ისინი კი არ ცდილობენ, რომ ეს რეკომენდაცია შესრულდეს. მთელი პროპაგანდა ჩართეს, იმიტომ შეიძლება ვერ შევასრულოთ ეს რეკომენდაციები, რომ ოპოზიცია ხელს გვიშლისო. როგორ შეიძლება იურიდიულ კომიტეტზე პაატა მანჯგალაძის არმისვლამ დააბრკოლოს ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ქართულ ოცნებას" უნდა? ასეთი რამ არ არსებობს. ჩვენ ჩვენი ამოცანა შესრულებული გვაქვს, ახლა ჯერი „ქართულ ოცნებაზეა". მან უნდა შეასრულოს ყველა ის პუნქტი, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ",-განაცხადა მანჯგალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×