რეზონანსი
24.09.2022

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა" არის რადიკალური პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რადიკალური დღის წესრიგი.

კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც აქციებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის" გეგმებს ეხებოდა.

კალაძის თქმით, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

„ეს არის რადიკალური პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რადიკალური დღის წესრიგი. როგორც ყოველთვის ამ წლების განმავლობაში, დღესაც, სამომავლოდაც შემიძლია, გითხრათ დადასტურებით, რომ რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. შესაბამისად, ეს პოლიტიკოსები და ეს პოლიტიკური პარტიები იქნებიან დამარცხებული, როგორც წინა წლებში", - განაცხადა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×