რეზონანსი
24.09.2022

დასავლეთთან ყველა ალიანსში ჩართვამ შეიძლება იხსნას საქართველო. რუსეთთან ეს თამაშები არასოდეს კარგად არ მთავრდება, - ამის შესახებ რუსმა ბლოგერმა და უფლებადამცველმა მარკ ფეიგინმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „რეზიუმე" განაცხადა.

როგორც ფეიგინმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა მანევრირებს და აცხადებს, რომ ომი არ უნდა, თუმცა უფლებადამცველის მოსაზრებით, „ომი მაინც იქნება".

„ჩვენ გვესმის, რომ საქართველო ცდილობს თავი აარიდოს უკრაინის მხარდაჭერას იმისთვის, რომ არ დაიძაბოს ურთიერთობა რუსეთთან. საქართველოს მთავრობა მანევრირებს და აცხადებს, რომ ჩვენ არ გვინდა ომი. ასეთ რამეს ვიტყვი, ომი მაინც იქნება იმიტომ, რომ მოსკოვი არ კითხულობს ვინმეს ომი უნდა თუ არა. ის მოდის და იწყებს ომს. აი, ახლა, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გააკეთებს მკაფიო, თანმიმდევრულ ნაბიჯებს დასავლეთის მიმართულებით რუსეთის საწინააღმდეგოდ, ასეთ შემთხვევაში, რუსეთის მხრიდან ისედაც დაზარალებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დაზარალდება. დასავლეთთან ყველა ალიანსში ჩართვამ შეიძლება იხსნას საქართველო. რუსეთთან თამაშები კარგად არასოდეს მთავრდება", - განაცხადა მარკ ფეიგინმა.

ამასთან, ამავე ინტერვიუში ფეიგინი გამოეხმაურა რუსეთის მიერ ნაწილობრივ მობილიზაციის გამოცხადების საკითხს და აღნიშნა, რომ ამით პუტინი ცდილობს დასავლეთი აიძულოს უკრაინაში მის მიერ დაკავებული ტერიტორია რუსეთს მიუერთონ.

თუმცა, მისივე თქმით, მობილიზაციით ყველაზე კარგ შემთხვევაში რუსეთი თავს 40-50 ათასამდე ადამიანს მოუყრის.

„თუ საუბარი ეხება რეფერენდუმს მობილიზაციის შესახებ, ვფიქრობ, ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი. მოსკოვი ძალიან დიდი ხანი არ მიდიოდა ამ ნაბიჯზე, მაგრამ როგორც ჩანს, ინდოეთის პრემიერის და ჩინეთის ხელმძღვანელის მხრიდან იყო მოთხოვნა რუსეთთან მიმართებაში, რომ შეეწყვიტა ეს ომი და დამჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან. მგონია, რომ პუტინს სურს ფორსირება გააკეთოს. გადაწყვიტა, რომ სტატუს-კვო მივიდეს იმ ტერიტორიების მიერთებასთან, რაც უკვე დაკავებული აქვს, ასევე იმისთვის, რომ დააშანტაჟოს დასავლეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით. რუსეთმა შეიძლება გაიწვიოს ის მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ სპეციალური სამხედრო პროფესია, მაგრამ მგონია, რომ ისინი ვერ შეაგროვებენ საჭირო რაოდენობას. უკეთეს შემთხვევაში შესაძლებელია, რომ რამდენიმე თვეში მობილიზება გაუკეთონ 40-50 ათას ადამიანს. არავის არ უნდა სიკვდილი. თან ამ ყველაფერს თან სდევს სიცრუე. ამისთვის შოიგუს ინტერვიუს მოვიყვან, რომელმაც თქვა, რომ 6 ათასი სამხედროა დაღუპული. ეს არის სიცრუე! თუ 6 ათასია გარდაცვლილი იმ 200 ათასიდან, რომელიც 24 თებერვალს უკრაინაში შევიდა, მაშინ რაში სჭირდება რუსეთს ეს მობილიზაცია? გამოდის, რომ ეს სიცრუეა! პუტინს არ გამოუცხადებია ომი და ასეთ შემთხვევაში მობილიზაცია ჰაერში გამოკიდებული გამოდის. მან ამ ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია" დაარქვა, რა საჭიროა მობილიზაცია სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის, როცა მას შეუძლია გამოიყენოს შეიარაღებიდან სპეციალური ძალები. რუსეთი ცდილობს აიძულოს დასავლეთი რუსეთს მოუერთონ ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთის ფედერაციას უკრაინაში აქვს დაკავებული", - განაცხადა მარკ ფეიგინმა "პალიტრანიუსთან" ინტერვიუში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×