რეზონანსი
17.09.2022

თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით მზად ვართ ოპოზიციასთან ერთად ვიმუშაოთ - ჩვენთვის სახელმწიფოებრივი ინტერესი ყოველთვის იქნება პარტიულ ინტერესზე მაღლა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა და ყველა პუნქტის შესრულება. ამ გეგმაზე მუშაობს ფარგლებში ჩვენი მიზანია მაქსიმალურად საქმიანად და პარტიული ინტერესების მიღმა ვიმუშაოთ, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პოლარიზაციის შესუსტებას, ამისთვის ჩვენ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას ვიჩენთ. თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით მზად ვართ ოპოზიციასთან, მიუხედავად იმისა რადიკალური თუ არა, მათთან ერთად ვიმუშაოთ. საქმე შეეხება სახელმწიფოებრივ ინტერესს და ჩვენთვის სახელმწიფოებრივი ინტერესი ყოველთვის იქნება პარტიულ ინტერესზე მაღლა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×