რეზონანსი
17.09.2022

კიკეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მოკლულია გია გათენაშვილი, რომლის სახლშიც იყო სროლა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ვალის დაბრუნების მოთხოვნას მოჰყვა. როგორც ირკვევა, გათენაშვილთან მევალე მივიდა და ფულის დაბრუნება მოითხოვა, რასაც სროლა მოჰყვა.

დაჭრილია 4 ადამიანი. სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციამ ცხელ კვალზე, სოფელ კიკეთშივე დააკავა. 

ამ დროისათვის კიკეთში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ორმხრივ სროლას ადგილი არ ჰქონია.

გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ავტომანქანა, რომელსაც ნატყვიარები ეტყობა, ვაკის პარკთანაა ნაპოვნი. კითხვაზე, რატომაა მანქანა დაცხრილული, პოლიციის უფროსი ჟურნალისტებს პასუხობს, რომ ბრალდებულმა ის "თავად დაცხრილა". 

შსს მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე  და 236- ე მუხლებით იძიებს, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×