რეზონანსი
17.09.2022

უკრაინის გენპროკურატურის ინფორმაციით,  ხარკოვის ოლქის დასახლება კოზაჩია ლოპანში აღმოაჩინეს ე.წ. "სახალხო მილიციის" სარდაფი, სადაც რუსული არმია ოკუპაციის დროს, ხალხს აწამებდა.

„17 სექტემბერს ხარკოვის ოლქის დერგაჩის რაიონული პროკურატურის ხელმძღვანელობამ, სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში თანამშრომლობითი საქმიანობის ფაქტზე (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 111-1 მუხლის მე-7 ნაწილი), ჩაატარა ინსპექტირება ქ. სოფელ კოზაჩა ლოპანის ე.წ სახალხო მილიციის შენობაში. სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ დასახლებაში ოკუპაციის დროს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებმა შექმნეს ფსევდო სამართალდამცავი ორგანო, რომლის სარდაფში იყო წამების ოთახი, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებდნენ“, - აცხადებს პროკურატურა.

შემოწმებისას ამოღებულია დამადასტურებელი დოკუმენტები.

პროკურატურის ცნობითვე, იდენტიფიცირებული არიან პირები, რომლებიც მუშაობდნენ ოკუპანტებისთვის სოფელ კოზაჩა ლოპანში და მიმდინარეობს გამოძიება მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად.

შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქი თითქმის მთლიანად გათავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან. დაახლოებით 150 000 უკრაინელი ოკუპაციის ქვეშ ხუთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×