რეზონანსი
17.09.2022

კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ შემთხვევის ადგილზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახა მურადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განმარტებით, ბრალდებული კიკეთში დააკავეს.

რაც შეეხება დაკავებულის ავტომანქანას, რომელიც ჩაცხრილულია, კახა მურადაშვილის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ კიკეთში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×