რეზონანსი
16.09.2022

ვინც უნდა იყოს გზავნილის ავტორი, მითუმეტეს, ჩვენი სტრატეგიული ქვეყნის ელჩი, ყოველთვის მომხრე ვარ იმის, რომ კომუნიკაცია ხდებოდეს არა გზავნილებით, ვერბალური ან წერილობით, არამედ უშუალო და გამჭვირვალე კომუნიკაცია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისი თქმით, თუკი არსებობს კითხვები ამისთვის პირველ რიგში საჭიროა კომუნიკაცია და ეს არის გამოსავალი და გასაღები.

„მეორე მხრივ, პარლამენტი, მაგალითად განსხვავებით მინისტრთა კაბინეტისგან, არ არის ის ინსტიტუცია, სადაც ვინმე უნდა გაემიჯნოს, ან მხარი დაუჭიროს ვინმეს განცხადებებს. პარლამეტში ნებისმიერ დეპუტატს აქვს შესაძლებლობა თავის პოზიცია გამოხატოს და მეორე მხრივ, პარლამენტის არცერთ წევრს არ აქვს ვალდებულება, რომ გაემიჯნოს ან სოლიდარობა გამოუცხადოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×