რეზონანსი
16.09.2022

დღეისთვის ხარკოვის თითქმის მთელი ოლქი დეოკუპირებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირად „ტელეგრამ" არხზე ავრცელებს.

„ეს იყო ჩვენი მეომრების უპრეცედენტო წინსვლა. უკრაინელებმა კვლავ მოახერხეს ის, რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა", - წერია ზელენსკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ ხარკოვის ოლქში რუსეთის არმია ხუთ თვეზე მეტხანს იმყოფებოდა.

„რუსეთის ჯარი ხარკოვის ოლქში 5 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში, დამპყრობლებს ხალხისთვის რაიმეს გაკეთება არც კი უცდიათ. ისინი მხოლოდ ანადგურებდნენ, აზიანებდნენ და ძარცვავდნენ. სოფლები გაანადგურეს და ზოგიერთ მათგანში არცერთი ხელუხლებელი სახლი არ დატოვეს. რუსეთს გენოციდის გარდა არაფრის გაკეთება არ შეუძლია", - წერს ზელენსკი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×