რეზონანსი
16.09.2022

პირი, რომელმაც ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში რუსეთის დროშა აღმართა, სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა. გიორგი ძაგნიძემ ქვეყანა უკვე დატოვა, სასამართლო მას სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა.

ქუთაისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის გამოწერა.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.

ფაქტი 29 აგვისტოს მოხდა. ოჯახი განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.

წყარო: mega.tv

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×