რეზონანსი
02.09.2022

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოში, თურქეთიდან იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, კერძოდ, ქვეყანაში 6,4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მედიკამენტი შემოვიდა.

"თურქული ბაზრის გახსნის შემდეგ, ქვეყანაში მედიკამენტების შემოტანა აქტიურად გრძელდება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, მედიკამენტებში 80 მილიონ ლარამდე უკვე დაზოგეს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნის შედეგად, საქართველოს მოსახლეობა, წლიურად, დაახლოებით, 180-დან 200 მილიონ ლარამდე დაზოგავს.

თურქეთის ბაზრის გახსნის გარდა, მედიკამენტებზე ფასის შემცირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო წამლებზე რეფერენტული ფასის დადგენის მიმართულებითაც მუშაობს. რეფორმის ფარგლებში, მედიკამენტების ღირებულებაზე ზედა ზღვარი დაწესდება, რაც ქვეყანაში წამლის ფასს მნიშვნელოვნად გააიაფებს. მსგავსი პრაქტიკა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე დანერგილია. რეფორმის განხორციელებისთვის სამინისტრო საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად მუშაობს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყნებში, ჩართულები იყვნენ აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელებაში", - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×