რეზონანსი
01.09.2022

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია არსებობს, მაგრამ ისიც თვალსაჩინოა, რომ პოლარიზაციის მიუხედავად ხელისუფლება არ შეჩერებულა, ხელისუფლებას აქვს ძალიან კარგი შედეგები რეფორმების გატარების თვალსაზრისით და კონკრეტულად ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ბრიუსელში, „ქრონიკას“ განუცხადა.

„ხელისუფლებამ დეპოლარიზაციისკენ არაერთი ნაბიჯი გადადგა. სამწუხაროდ, ქართული ოპოზიციური პარტიების მიმართ გაკეთებული შეთავაზება უგულებელყოფილი იქნა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც რეფორმებზეა ორიენტირებული და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ოპოზიციური პარტიების სრულყოფილი ჩართულობა იყოს, მაგრამ გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაში მისაღებია ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც.

მიუხედავად ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციული ნაბიჯებისა, ყველა საჭირო ნაბიჯის გადადგმას გავაგრძელებთ . ჩვენ გვაქვს ვალდებულება, პასუხისმგებლობა და ამ ვალდებულებას ვუპასუხებთ კონკრეტული რეფორმებით და კანონების მიღებით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×