რეზონანსი
01.09.2022

ევროპარლამენტში ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკას“ ბრიუსელში განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. ზაფხულში ჩავატარეთ მნიშვნელოვანი სამუშაო. პარლამენტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები რეკომენდაციებზე და კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იყოს გადაწყვეტილებები მიღებული და შესაბამისი კანონმდებლობა უზრუნველყოფს პირობების შესრულებას. ამ საკითხებზე ევროპელი პარლამენტარების ინფორმირება მოვახდინეთ.

ევროპარლამენტში მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და საქართველოს კანდიდატის სტატუსს. საქართველოს პარლამენტში მიღებული გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს აქვს პროგრესი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამ რეკომენდაციებსაც ზედმიწევნით შევასრულებთ. ევროპარლამენტში ვისაუბრეთ იმ რთულ ვითარებაზეც, რომელიც ევროპაშია რუსეთის აგრესიული ქმედებების და ომის გამო უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი და საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების წევრი, ირაკლი ჩიქოვანი ბრიუსელში, სამუშაო შეხვედრებს მართავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×