რეზონანსი
01.09.2022

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, რუსეთი უკრაინაში ვერ დამარცხდება, რადგან მას ვერ დააჩოქებენ.

​ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსის მოსახლეობა უკრაინაში რუსეთის ე.წ. "სპეცოპერაციას" მხარს უჭერს, რადგან რუსეთს უკრაინაში ომი რომ არ დაეწყო, უკრაინა ბელარუსს სარაკეტო დარტყმებით დაემუქრებოდა.

"რუსეთი იქ ვერ დამარცხდება. მე და ბელარუსი ხალხი რუსეთს ამ კუთხით მხარს ვუჭერთ. ისინი ადანაშაულებენ რუსეთს, რომ ის აგრესორია, რეალურად კი მაშინ პრევენციული სპეცოპერაცია რომ არ დაწყებულიყო, უკრაინა ბელარუსზე სარაკეტო იერიშს მიიტანდა.დასავლეთი და აშშ ზეწოლას ახდენენ ამ სიტუაციაზე. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსეთი დააჩოქონ, მაგრამ ვერ დააჩოქებენ", - ამბობს ლუკაშენკო.

24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა დაიწყო, რომლის მიზანსაც მეზობელი ქვეყნის "დემილიტარიზაცია" და "დენაზიფიკაცია" უწოდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×