რეზონანსი
01.09.2022

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონის თქმით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინისაა და მასზე კონტროლი უკრაინელებმა უნდა დაიბრუნონ. მისი თქმით, რუსეთის მიზანი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გათიშვაა, რომ რუსულ ქსელს შეუერთოს.

"რუსეთის მიზანია ატომური ელექტროსადგური უკრაინული ქსელიდან გათიშოს და რუსულ ქსელს შეუერთოს. ამ ოთახში ბირთვული ექსპერტები არიან და მეუბნებიან, რომ მსგავსი რამის გაკეთება რისკებს შეიცავს ჩვენა არ გვინდა რაიმე რისკზე წასვლა ზაპოროჟიესთან დაკავშრიებით, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ბატონ გროსს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მივცეთ უფლება განახორციელონ ინსპექტირება" - ამბობს ჯონსონი.

შეგახსენებთ, უკრაინის მთავრობის მიწვევით, IAEA-მ შექმნა მისია დროებით ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოსანახულებლად. მის შემადგენლობაში 14 საერთაშორისო ექსპერტია, რომლებიც ადგილზე გუშინ, 31 აგვისტოს ჩავიდნენ.

მათი ვიზიტის პარალელურად კი, რუსეთმა ქალაქ ენერგოდარისა და ატომური სადგურის გარშემო დაბომბვა გააძლიერა, რასაც ადგილობრივ მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×