რეზონანსი
01.09.2022

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ზაპოროჟიეს ატომურმა ელექტროსადგურმა უსაფრთხოდ იმუშაოს და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა თავიანთი ამოცანების შესრულება შეძლონ. ლავროვმა მოსკოვში სტუდენტებთან შეხვედრისა თქვა, რომ მოსკოვი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიისგან ობიექტურ შეფასებას ელოდება.

"ჩვენ სწორედ ობიექტურობას ველოდებით, თუმცა ყველა დანარჩენს, ვინც ასე თუ ისე დაკავშირებულია ამ ვიზიტთან, მის მზადებასთან და მისი გართულების მცდელობებთან, აშკარად არ სურს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიამ ობიექტური დასკვნები გააკეთოს", - ამბობს ლავროვი

ლავროვის მტკიცების მიუხედავად, რუსეთი არ წყვეტს ატომური სადგურის ტერიტორიის დაბომბვას. უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტებმა დაბომბეს IAEA-ს მისიის წინასწარ შეთანხმებული მარშრუტიც.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×