რეზონანსი
01.09.2022

ამჟამად კამერები მუშაობს და პატიმრის [სოსო გოგაშვილის] ფიზიკურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია პენიტენციური სამსახური, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ იყო მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში კამერები გათიშული ზუსტად იმ დროს, რა პერიოდშიც გოგაშვილი „დანაშაულებრივ ქმედებებზე" მიუთითებს.

როგორც ბრეგაძემ ვიდეო-ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა, „არსებობს გარკვეული ხარვეზი და ამის შესახებ სახალხო დამცველს და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს შეტყობინება გაეგზავნა".

რაც შეეხება გოგაშვილის მოსანახულებლად მისი ოჯახის წევრების პენიტენციურ სამსახურში შაბათს, არასამუშაო საათებში შესვლას, მინისტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ეს „ერთგვარი წახალისების ფორმაც" იყო. მისი შეფასებით, ბრალდება, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან ეს ფაქტი დარღვევა იყო, „უსამართლობაა" და კანონმდებლობის არცერთი მუხლი არ დარღვეულა.

„როდესაც მისი თხოვნა დაკმაყოფილდა, არასამუშაო დღეს, არასამუშაო საათებში შეშვება, ეს მისდამი კეთილგანწყობას გამოხატავდა. არ იყო ოფიციალური წერილი მოწერილი. როდესაც საუბარია, რომ კანონდარღვევაა ის, რომ მასთან მისი ოჯახის წევრები იყვნენ შესულები, ეს არ არის კანონდარღვევა. არცერთი კანონდარღვევა არ ყოფილა, როდესაც მას მისი ოჯახის წევრები ესტუმრნენ",- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×