რეზონანსი
01.09.2022

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" ხელმძღვანელის, რობერტ მარდინის განცხადებით, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურთან ბრძოლა სასწრაფოდ უნდა შეწყდეს.

„ატომური სადგურიდან გაჟონვის შემთხვევაში, ჰუმანიტარული დახმარების გაწევა რთული ან სულაც შეუძლებელი იქნება და სწორედ ამიტომ ბრძოლა უნდა შეწყდეს. შესაძლოა, მასობრივი კატასტროფის სცენარი მივიღოთ და ასეთ შემთხვევაში, ძალიან მცირე რამის გაკეთება იქნება შესაძლებელი მისი საშინელი შედეგების შესამსუბუქებლად", - აღნიშნა რობერტ მარდინიმ.

ის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე დაგეგმილ ვიზიტს მიესალმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ და მსგავსი ობიექტების სამხედრო ოპერაციებისგან დასაცავად შესაბამისი ზომების გატარების დროა.

„ამიტომ, დროა შეწყდეს ცეცხლთან თამაში და გატარდეს კონკრეტული ზომები ამ ობიექტის და მისი მსგავსი ობიექტების სამხედრო ოპერაციებისგან დასაცავად. უმცირესმა არასწორმა გაანგარიშებამ შეიძლება გამოიწვიოს განადგურება, რომელსაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვინანებთ", - აღნიშნა „წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×