რეზონანსი
01.09.2022

მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში ვადაგადაცილებული (31-დან 1095 დღემდე) სესხი 216 274 მსესხებელს აქვს, კრედიტის ჯამური რაოდენობა კი 408 399-ია.

შესაბამის ინფორმაციასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი" სს საკრედიტო საინფორმაციო ბიურო „კრედიტინფო საქართველოს" დაუკავშირდა. მათი მონაცემების თანახმად, აღნიშნული მსესხებლებიდან 134 081 ბანკის მომხმარებელია, 173 256 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტის, 3120 კი ისეთი კომაპანიების, რომელთა 98%-ს, კრედიტინფოს განმარტებით, სალიზინგო კომპანიები წარმოადგენს.

ივლისის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 877 209 აქტიური მსესხებელია, აქტიური კონტრაქტების ჯამური საკრედიტო ვალდებულება კი 912 მილიარდ 405 მილიონ 694 ათას 870 ლარია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 2019 წლის იანვარში ე.წ. შავ სიაში მყოფ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს ვალი ჩამოეწერა. სესხი გაუნულდათ იმ მოქალაქეებს, რომელთა სესხის ძირი თანხა არ აღემატებოდა 2 ათას ლარს და ამასთან, სესხზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ იყო შენატანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×