რეზონანსი
01.09.2022

დადგენილია მამაკაცი, რომელმაც ქუთაისში ოკუპანტი ქვეყნის დროშა აღმართა. "მთავარის" ინფორმაციით, ის 40 წლის გიორგი ძაგნიძეა. მოსწავლე- ახალგაზრდობის პარკში აგრესორი ქვეყნის მთავარი სიმბოლოს აღმართვისთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. პირიქით, გეგმავს სასამართლოს თავად მიმართოს და პატივისა და ღირსების შელახვისთვის იჩივლოს. თავად ძაგნიძე მედიასთან არ ჩნდება.

ძაგნიძის დედა "მთავარ არხთან" ამბობს, რომ საგანგაშო არაფერია იმაში, თუ რუსული დროშა ქუთაისში იფრიალებს.

"ისინიც ჩვენნაირი ადამიანები არიან, მთელი კომუნისტები რუსეთი რუსეთიო იძახდნენ და ჩვენ ასე ვისწავლეთ. ცუდი არაფერი გაუკეთებია. თუ შევრიგდებით და ერთად ვიქნებით, ამაზე უკეთესი რა არის" ამბობს ძაგნიძის დედა.

ოკუპანტის დროშა ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, გუშინ გამოფინეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×