რეზონანსი
01.09.2022

უკრაინული პორტების ხელახლა ამოქმედების შემდეგ, უკრაინის სამი პორტიდან, 1,5 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული და სხვა საკვები პროდუქტებია ექსპორტირებული, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში, 23,000 ტონა უკრაინული ხორბალი უკვე ჩავიდა ჯიბუტის პორტში და მიეწოდება ეთიოპიის მოსახლეობას, სადაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე საშინელი გვალვაა და მილიონობით ადამიანია შიმშილის ზღვარზე. ჩვენ ასევე აღვადგენთ შესაბამის კავშირებს არაბეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებთან - თითქმის 40 000 ტონა ხორბალი მიემართება იემენისკენ. ზოგადად, 1,5 მილიონ ტონაზე მეტი ჩვენი საკვები უკვე გატანილია ზღვით, სამი პორტიდან, რომელიც მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის წყალობით ამოქმედდა", - თქვა ზელენსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×