რეზონანსი
28.08.2022

ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ყველაზე კარგი შერიგება იქნება.

„ბალტიისპირეთი ახლა შესულია ევროკავშირში, ასევე ჩეხეთის ახალგაზრდა დეპუტატი გრიგოროვა, [მარკეტა] ლიეტუველები, პოლონელები. ისინი გვეუბნებიან თუ როგორ ვიცხოვროთ. ჯერ მათ იცხოვრონ, როგორც საჭიროა. არა თუ პოლარიზაციის შეწყვეტა, არამედ შერიგება იქნება ყველაზე კარგი, ყველას რომ შეგვეძლოს განვითარებაში მონაწილეობა. ჩვენს ამპარტავნებას უნდა გადავაბიჯოთ. ეკლესიაც უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. არ მინდა კონკრეტული ვინმე თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეს. ყველამ უნდა ვაშენოთ საქართველო.

ევროპარლამენტარებს თუ ჩვენთვის კარგი უნდოდათ ენერგოუსაფრთხოება უნდა ჩაეწერათ. ენერგოუსაფრთხოებაზე წინ ერთადერთი რამეს ვაყენებ - შერიგების პუნქტს, ამის მერე დანარჩენი 11 პუნქტი ჩემთვის მე-100 ხარისხოვანია. რასა [იუკნევიჩიენე] შემიცვლის ქვეყანაში სიტუაციას, თუ ვიღაც გრეგოროვა [მარკეტა] ჩემთვის ვიღაცები არიან, როდესაც საქართველოს ეხებიან", - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×