რეზონანსი
17.08.2022

საქართველოში არანორმალურად მაღალი ტემპერატურა 18 აგვისტოს ჩათვლით არის მოსალოდნელი, თუმცა სიცხე შემდეგაც გაგრძელდება, უბრალოდ, 3-4 გრადუსით დაიკლებს. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური სააგენტოს უფროსი სვეტლანა ნიორაძე აცხადებს.

“ზაფხულის განმავლობაში ტემპერატურის პიკი უკვე დაფიქსირდა გუშინ, დასავლეთ საქართველოში 41 გრადუსამდე ავიდა, აღმოსავლეთ საქართველოში კი, თბილისში – 37 გრადუსი. მაღალ ტემპერატურის პროგნოზს ჩვენ ვინარჩუნებთ 18 აგვისტოს ჩათვლით. 

დღეიდან, დასავლეთ საქართველოში წავა კლება, აღმოსავლეთში ჯერჯერობით მშრალ და უნალექო ამინდს ველოდებით. საბოლოო ჯამში ცხელი ამინდი თვის ბოლომდე შენარჩუნდება”, – აღნიშნა სინოპტიკოსმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×