რეზონანსი
16.08.2022

ირაკლი ქადაგიშვილი „ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატების პოზიციას რადიკალურს უწოდებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიიჩნევს, რომ სასამართლო რეფორმა საქართველოში და სასამართლოს შემდგომი აღმშენებლობის პროცესი ყოველთვის კარგი სტანდარტის მიხედვით უნდა წარიმართოს.

„მესმის, რომ ამ ოთხი დეპუტატის პოზიცია საკმაოდ რადიკალურია. ეს არის მათი არჩევანი, პოლიტიკური განცხადების სტილი და ტონი. ბუნებრივია, რომ მმართველი პარტია ვერ გაჰყვება ამ განცხადებების ტონს და სტილს. მიმაჩნია, რომ სასამართლო რეფორმა საქართველოში და სასამართლოს შემდგომი აღმშენებლობის პროცესი ყოველთვის უნდა წარიმართოს კარგი სტანდარტის მიხედვით, რაც დემოკრატიულ ქვეყნებში არის აპრობირებული და უკვე იქ მუშაობს ეს სტანდარტი. ჩვენთანაც ამ სტანდარტით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ეს არის ჩემი დამოკიდებულება და მმართველი გუნდის დამოკიდებულებაც. ზოგადად, თავდასხმა არ არის, მაგრამ საკმაოდ მკაცრ შეფასებებს აძლევენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს.

არ მგონია, ეს თავდასხმა იყოს. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული - მათი სურვილია, რომ საქართველო სწორედ ევროატლანტიკურ სივრცეში იყოს ინტეგრირებული. ის, რომ რაღაც საკითხებზე მათ ასეთი ხისტი და მძიმე შეფასებები აქვთ, ეს ფაქტია და ნათელია, მაგრამ ეს არის მათი პოზიცია. ჩემი პოზიცია და მმართველი გუნდის პოზიცია კონკრეტულად სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საგნობრივად ცნობილი ხდება ახლა მიმდინარე განხილვების დროსაც", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×