რეზონანსი
16.08.2022

დასავლეთის ქვეყნები სასოწარკვეთილად მიჯაჭვულნი არიან გაქრობაში მყოფ საკუთარ ჰეგემონიაზე, მაგრამ ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი წარსულს ბარდება , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს მოსკოვის საერთაშორისო უსაფრთხოების მე-10 კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კრემლის ლიდერის თქმით, დასავლეთს სჭირდება კონფლიქტები, რათა ძალაუფლება შეინარჩუნოს, ამიტომ აშშ და მისი მოკავშირეები აქტიურად ერევიან სხვა ქვეყნების საქმეებში, აწყობენ ყველანაირ პროვოკაციას და სამოქალაქო ომებს.

რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ დასავლეთის ჰეგემონია მთელი მსოფლიოსთვის სტაგნაციას ნიშნავს. თუმცა, მისივე თქმით, შესაძლებელია დაძაბულობის შემცირება და საერთო საფრთხეების დაძლევა თანამედროვე მრავალპოლარული მსოფლიო სისტემის გაძლიერებით.

„რუსეთი გააგრძელებს ნაბიჯების გადადგმას უფრო დემოკრატიული სამყაროს მშენებლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების არსებული მექანიზმების გაუმჯობესებისკენ" , - აღნიშნა პუტინმა.

როგორც რუსეთის პირველმა პირმა განაცხადა, მულტიპოლარული მსოფლიოს ჩამოყალიბების ობიექტურ პროცესებს „ეწინააღმდეგებიან დასავლური გლობალისტური ელიტები, რომლებიც ქაოსს თესენ ძველი და ახალი კონფლიქტების გაღვივებით და ეგრეთ წოდებული შეკავების პოლიტიკის განხორციელებით, რაც არსებითად ძირს უთხრის განვითარების ნებისმიერ ალტერნატიულ სუვერენულ გზას".

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ გლობალისტური ელიტები ცდილობენ ქვეყნები და ხალხები ნეოკოლონიალური წესრიგის ბატონობაში შეინარჩუნონ.

„მათი ჰეგემონია სტაგნაციას ნიშანვს მთელი მსოფლიოსთვის და მთელი ცივილიზაციისთვის და მოიცავს ფანატიზმს, გაუქმების კულტურასა და ნეოლიბერალურ ტოტალიტარიზმს", - დასძინა პუტინმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×