რეზონანსი
16.08.2022

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს, რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრები ჩაკეტონ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს ერთადერთი გზაა, რათა მათ პასუხისმგებლობა იგრძნონ რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებზე და პუტინი ომის დასრულებისკენ აიძულონ.

„თავიდანვე ვამბობდი, რომ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი სანქციები საზღვრების ჩაკეტვაა, რადგან ისინი [რუსები] ხელყოფენ უცხო ქვეყნის ტერიტორიებს. დაე, იცხოვრონ საკუთარ სამყაროში მანამ, სანამ არ შეცვლიან მსოფლმხედველობას. ღირს საზღვრების ჩაკეტვა და ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება, დანარჩენი ყველაფერი უფრო სუსტი ზომებია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის პრაქტიკულად ყველა მოქალაქეს, განურჩევლად მათი აზრისა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შესახებ, შეუძლია საზღვარგარეთ გამგზავრება, მათ შვილებს შეუძლიათ იქ სწავლა.

„რუსები, რომლებიც ომის წინააღმდეგ საჯაროდ გამოდიან, ერთეული შემთხვევებია და ეს ხალხი გისოსებს მიღმა.ა. თქვენ გინდოდათ ეს იზოლაცია, არა? თქვენ მთელ მსოფლიოს ეუბნებით, რომ ის თქვენი წესებით იცხოვრებს. ეს პუტინზე გავლენის მოხდენის ერთადერთი გზაა, რადგან ერთადერთი შიში, რომელიც მან იცის, არის საკუთარი სიცოცხლისთვის შიში. მისი სიცოცხლე კი იმაზეა დამოკიდებული, გრძნობს თუ არა საფრთხეს საკუთარი მოსახლეობის მხრიდან", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×