რეზონანსი
16.08.2022

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ს გლობალური საქმეების დესტაბილიზაციასა და აზიასა და უკრაინაში ომის გახანგრძლივებაში ადანაშაულებს.

სამშაბათს მოსკოვში უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე გაშვებულ ვიდეომიმართვაში პუტინმა თქვა, რომ აშშ აძლიერებს გლობალურ დაძაბულობას რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინის მხარდაჭერით და დაადანაშაულა ვაშინგტონი ჩინეთსა და ტაივანს შორის დაძაბულობის გაღვივებაში.

"უკრაინაში შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის გახანგრძლივებას ცდილობს. ისინი ზუსტად ისევე მოქმედებენ აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში კონფლიქტის გაღვივებით... კიდევ ერთხელ, შეერთებულმა შტატებმა სცადა მიზანმიმართულად დაესხა ცეცხლზე ნავთი და გაღვივებულიყო სიტუაცია ტაივანში.

ამერიკული თავგადასავალი ტაივანთან მიმართებით არ არის მხოლოდ ინდივიდუალური უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მოგზაურობა, არამედ შეერთებული შტატების მიზანმიმართული, შეგნებული სტრატეგიის ნაწილი, რომ მოახდინოს დესტაბილიზაცია და ქაოტური ვითარება რეგიონსა და მსოფლიოში... ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც საგულდაგულოდ დაგეგმილ პროვოკაციას“, - თქვა პუტინმა.

გარდა ამისა, კონფერენციას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუც ესწრებოდა. კონფერენციაზე გაიმართება რამდენიმე პანელი, რომლებიც ფოკუსირებული იქნება გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×