რეზონანსი
16.08.2022

ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი, შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისა და საქართველოსთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე ,- განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა და გამოსავლად რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესება დაასახელა.

რუსეთი არ წყვეტს შანტაჟს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და მის გარშემო. ელექტროსადგურის ტერიტორიის პროვოკაციული დაბომბვა გრძელდება. ქარხნის საფარქვეშ ოკუპანტები ბომბავენ ახლომდებარე ქალაქებისა და თემებს, რუსული ძალები საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას სწორედ ქარხნის ობიექტებში მალავენ. ეს ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ რუსეთი უარს ამბობს ევროკავშირის ქვეყნებისა და 15 სხვა ქვეყნის - სულ 42 ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე, რომლებმაც მოუწოდეს რუსეთს გაეყვანა თავისი ძალები ატომური ელექტროსადგურიდან.

ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი შესაძლოა გახდეს დარტყმა ევროკავშირის ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, საქართველოსთვის და უფრო შორეული რეგიონების ქვეყნებისთვის. ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ქარის მიმართულებასა და სიჩქარეზე",-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

პარალელურად გაერო გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ზაპოროჟიეში მისიის გაგზავნას და აცხადებს, რომ არ ბლოკავს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ვიზიტს უკრაინაში. საბრძოლო მოქმედებები კი გრძელდება, ხარკოვის ცხრა რაიონიდან ხუთზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

"ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან მჭიდრო კონტაქტის საფუძველზე, გაეროს სამდივნომ მოახდინა შეფასება, რომ უკრაინაში გააჩნია ლოჯისტიკური და უსაფრთხო პოტენციალი, რათა მხარი დაუჭიროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ნებისმიერი მისიის ვიზიტს ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე, თუ უკრაინა და რუსეთი თანახმა იქნებიან", - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის პრესმდივანი  სტეფან დიუჟარიკი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×