რეზონანსი
16.08.2022

პრო­კუ­რა­ტუ­რამ 14 აგ­ვის­ტოს თბი­ლის­ში მომ­ხდა­რი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, 17 წლის შვილ­მა, 19 წლის მე­გობ­რის დახ­მა­რე­ბით, დედა მოკ­ლა. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან. "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თუ რა თქვა დე­დის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა შვილ­მა ჩვე­ნე­ბა­ში:

"მე რა­მილ ნა­სი­ბოვს მო­ვუ­ყე­ვი და გა­ვან­დე ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, რაც მქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. მე მას ვუ­თხა­რი, რომ ვა­პი­რებ­დი დე­და­ჩე­მის მოკ­ვლას ფან­ჯრი­დან გად­მოგ­დე­ბის გზით. მე მას ვთხო­ვე, რომ წა­მო­სუ­ლი­ყო და ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მარ­ტო არ და­ვე­ტო­ვე­ბი­ნე და იგი დამ­თან­ხმდა. სტუმ­რე­ბის წას­ვლის შემ­დეგ, ჟა­ნამ და­ი­წყო სუფ­რის ალა­გე­ბა და სამ­ზა­რე­უ­ლო ოთახ­ში ნივ­თე­ბის გა­და­ტა­ნა, სწო­რედ სამ­ზა­რე­უ­ლო ოთახ­ში არის ის ფან­ჯა­რა, სა­ი­და­ნაც მე და რა­მილს და­გეგ­მი­ლი გვქონ­და ჟა­ნას გა­დაგ­დე­ბა", - ამ­ბობს ბრალ­დე­ბუ­ლი.

ცნო­ბის­თვის, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 14 აგ­ვის­ტოს, თბი­ლის­ში, ლი­ლოს და­სახ­ლე­ბა­ში, ჯგუ­ფუ­რად, შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, შვილ­მა დე­დას და­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა, ხოლო შვი­ლის მე­გო­ბარ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი შე­ბო­ჭა და მას გაქ­ცე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×