რეზონანსი
11.08.2022

ნიკოლოზ გამყრელიძე 2023 წლიდან “საქართველოს კაპიტალის” CEO აღარ გახდება - ამის შესახებ განცხადება “საქართველოს კაპიტალმა” ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოაქვეყნა. ამავე განცხადებიდან ირკვევა, რომ მან “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის” გენერალური დირექტორის პოსტიც დატოვა.

იქიდან გამომდინარე, რომ ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვება და მისი მამის, ამირან გამყრელიძის მიერ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების პერიოდი დროში ერთმანეთს ემთხვევა, "ჰოთნიუსი" დაინტერესდა, რამ განაპირობა ნიკოლოზ გამყრელიძის მიერ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება. ამის გასარკვევად მასთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა პირადად ვერ დავუკავშირდით, ვესაუბრეთ მის პიარის ხელმძღვანელს, რომელმაც გვითხრა, რომ ნიკოლოზ გამყრელიძის ოფიციალური განმარტების თანახმად, მან თანამდებობა ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა.

“ეს ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. მეოთხე შვილს ველოდები და ცოტა ტაიმაუტს ვიღებ. ცოტა ხანს დავისვენებ.”- აღნიშნავს ნიკოლოზ გამყრელიძე.

„ჰოთნიუსი“

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×