რეზონანსი
03.08.2022

ნიკანორ მელიამ გათქვა საიდუმლო და აღნიშნა, რომ ეს არის ადვოკატების ტაქტიკა და მეტი არაფერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვის, თუ როგორ შეაფასებს ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ.

როგორც კობახიძე განმარტავს, „პარტიის ფორმალურ თავმჯდომარეს უნდა დავუჯეროთ“.

„ამ კითხვაზე პასუხი პარტიის ფორმალურმა თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გაგცათ. მან გათქვა საიდუმლო და აღნიშნა, რომ ეს არის ადვოკატების ტაქტიკა და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, უნდა დავუჯეროთ პარტიის ფორმალურ თავმჯდომარეს“, - აღნიშნავს კობახიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×