რეზონანსი
01.08.2022

„საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ, 12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „საქართველოს რკინიგზაში" მოდერნიზაციის პროექტი მიმდინარეობს.

„249$ მლნ დოლარის ღირებულების პროექტი, გამტარუნარიანობის გაზრდასა და უსაფრთხოების პარამეტრების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის დასრულების შემდეგ, შემცირდება სამგზავრო მატარებლების გადაადგილების დრო.

ამ პროექტის ფარგლებში: შენდება ახალი გვირაბები, სარკინიგზო ხიდები, იცვლება საკონტაქტო ქსელი, შენდება ახალი მიწის ვაკისი, სადგურები, რეაბილიტაცია უტარდება რამდენიმე ქვესადგურს.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების გამო, 9, 10 და 11 აგვისტოს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები არ იმოძრავებენ.

12 აგვისტოდან კი მოძრაობა სრულად განახლდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×