რეზონანსი
01.08.2022

ცხვარიჭამიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, "მთავარმა არხმა" ოქროს მოწმის ჩვენება მოიპოვა. იუბილარის და, ნანა არაბული ჩვენებაში ყვება, როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მოკლული მირიან კუკავა და მკვლელობაში ბრალდებული დავით ჯიჯიეიშვილი:

"როდესაც მე გარეთ გავედი ეზოდან, ქუჩაში, ჭიშკრიდან დაახლოებით, 3-4 მეტრში იმყოფებოდა მხოლოდ მირიან კუკავა და დავით ჯიჯიეიშვილი, რომლებიც ერთმანეთში ჩხუბობდნენ და ხელით ეხებოდნენ ერთმანეთს, ხოლო მათ გარდა სხვა არავინ იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ეზო განათებულია და ქუჩაც რაღაც დონემდეა, მე ვერ დავინახე რომელიმე მათგანს ხელში ეჭირა თუ არა, რაიმე სახის საგანი ან ნივთი. მე მაშინვე ჩავერიე და დავიწყე მირიანის და დათოს გაშველება, რა დროსაც წავიქეცი. როდესაც ავდექი დავინახე, რომ მირიანი იყო წაქცეული, ჰქონდა ჭრილობა მუცლის არეში და მოსდიოდა სისხლი. ასევე მე იმ მომენტში, ვერ შევამჩნიე, თუ სად წავიდა, მირიან ჯიჯიეშვილი. ასევე არ დამინახავს ის მომენტი, თუ რა დროს მიაყენა აღნიშნული დაზიანება დათომ მირიან ან რითი მიაყენა", - წერია ოქროს მოწმის ჩვენებაში.

ცნობისთვის, 20 წლის ახალგაზრდას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 8-ვე პირს წინასწარი პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება 31 ივლისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა. ცნობილია, რომ მათგან ერთს, დავით ჯიჯიეშვილს გამოძიება განზრახ მკვლელობასა და ხულიგნობას ედავება. მკვლელობის ნაწილში ის ბრალს აღიარებს

რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს, 5 პირს ბრალი ედება ხულიგნობაში, ორს კი ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და მძიმე დანაშაული შეუტყობინებლობაში.

ცხვარიჭამიაში მკვლელობა 27 ივლისს მოხდა. დაპირისპირებისას 20 წლის მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

წყარო: „მთავარი არხი"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×