რეზონანსი
01.08.2022

ამ განცხადებით გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს, რომლის ინფორმაციით, სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის.

ოხანაშვილის თქმით, პოლიტიკური მსჯელობა, პოლიტიკური განცხადებები არის ერთი მოცემულობა და მას სამართლებრივ მხარესთან არავითარი კავშირი არა აქვს.

"ყველა შესაბამისი უწყება იმ სამართლებრივი პროცედურებით იმოქმედებს, რაც არის განსაზღვრული. არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადების გამო რაიმე გადაიხედოს. ყველა კანონის შესაბამისად იმოქმედებს. ასე რომ დაველოდოთ პროცესებს. ამ შემთხვევაში პოლიტიკური განცხადებები ვერ ქმნის და იურიდიული თვალსაზრისით არავითარი ობიექტური საფუძვლის შექმნა არ შეუძლია", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×