რეზონანსი
01.08.2022

ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ხვდებიან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობას, ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს და მის მოადგილეს, რათა მოისმინონ მათგან ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება.

„12-პუნქტიან გეგმაში ერთ-ერთ საკითხად ანტიკორუფციულ ღონისძიბებთან ერთად გამოყოფილია აღნიშნული სამსახურების შემდგომი ინსტიტუციური გაძლიერება. შეხვედრა გაიმართა, სადაც ამ სამსახურის ხელმძღვანელებს ვთხოვეთ, დაემუშავებიათ კონკრეტული ჩარჩო, ხედვა, თუ როგორ წარმოუდგენიათ მათი სამსახურების გაძლიერება და შემდგომი ცვლილებები. ამიტომ, მოვისმენთ მათ ხედვას, პოზიციებს. ხუთშაბათს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკავშირდება ანტიკორუფციულ ღინისძიებებს და იმუშავებს ამ ორი სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებაზე. პროცესში ყველა პოლიტიკური პარტია, სამოქალაქო სექტორი, ყველა დაინტერესებული პირი იქნება ჩართული. პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება",- განაცხადა ოხანაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×