რეზონანსი
01.08.2022

ოკუპირებულ ახალგორში 70 წლამდე მამაკაცი სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობის გამო გარდაიცვალა. საოკუპაციო რეჟიმმა თენგიზ მარტიაშვილს ახალგორიდან სამკურნალოდ გადმოსვლის საშუალება არ მისცა.

ის ცხინვალში ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ვერ აღმოუჩინეს. თენგის მარტიაშვილს ყირიმ-კონგოს დაავადება აღენიშნებოდა.

"შეუძლოდ ყოფილა, გადაიყვანეს ცხინვალში. სასურველი იქნებოდა, რომ დროულად გამოსულიყო აქ, თუმცა როგორც დგინდება, მას ჰქონდა ყირიმ-კონგოს დაავადება, რასაც იწვევს ტკიპას ნაკბენი. ეს არის ძლიერი სისხლის მოწამვლა. შესაძლებელია აქაც სამწუხარო შედეგი დამდგარიყო, მაგრამ მაინც კარგი იქნებოდა, რომ დროულად მოხერხებულიყო მისი აქ გადმოყვანა.

რა მოხდა და რატომ არ გამოუშვეს, არ ვიცი, გადაუყვანიათ ცხინვალში, იქ არანაირი რესურსი არ არსებობს, რომ კვალიფიციური დიაგნოზი დასვან და მით უფრო, უმკურნალონ," - აცხადებს ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×