რეზონანსი
01.08.2022

სექტემბერში მივმართავთ პარლამენტს და მოვახდენთ ბიუჯეტის კორექტირებას. ბიუჯეტი გაიზრდება ვინაიდან ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო, დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა სახელმწიფოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საჯარო მოხელეების ხელფასი 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება.

„რა თქმა უნდა, მეტი თანხები გვექნება გადასანაწილებელი უწყებების მიხედვით და უფრო მეტი პროექტები დაფინანსდება. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის შრომითი ანაზღაურება გაიზარდოს, 2020 წლამდე პრაქტიკულად არცერთ წელს არ გაზრდილა ხელფასები საჯარო სექტორში, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩამორჩენა კერძო და საჯარო სექტორში არსებულ შრომის ანაზღაურებებს შორის ძალიან დიდია, ამიტომ ამას სჭირდება მოწესრიგება. იანვარში ანაზღაურება 10%-ით გაიზარდა ყველა საჯარო მოხელისთვის, ამის შემდეგ ყოველ წელს, 2026 წლამდე მინიმუმ 10%-ით გაიზრდება საჯარო მოხელეების ხელფასები და ჯამში გამოვა 50%-იანი მატება უახლოესი წლების განმავლობაში. ამ დინამიკას სჭირდება შენარჩუნება, გვაქვს კარგი ინიციატივები რომლებსაც გავაჟღერებთ და დავიწყებთ სექტემბრიდან. მინდა ხაზი გავუსვა იმ სტაბილურობის მნიშვნელობას, რომელიც მმართველმა გუნდმა შევინარჩუნეთ ამ პერიოდში, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენთან შენარჩუნდება მშვიდობა და მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის და ქვეყნისთვის", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×