რეზონანსი
27.07.2022

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა შეიძლება გახდეს ბუნებრივი აირის ექსპორტის კერა ევროპის ქვეყნებში, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი დამოკიდებულება რუსულ ენერგიაზე შეამცირონ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ესპანეთი სოლიდარული ქვეყანაა, ის პასუხისმგებელი ქვეყანაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეგვიძლია. ეს არის ის, რაც მე პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავიეცკის, ასევე ევროკომისიასა და წევრ ქვეყნებს განვუცხადე, რათა ევროპა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ენერგეტიკული მძევალი არ გახდეს", - განაცხადა სანჩესმა, მის პოლონელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

სანჩესმა დასძინა, რომ ევროპის მთლიანი ხელახალი გაზიფიკაციის სიმძლავრის 30 პროცენტი ამჟამად ესპანეთშია და აღნიშნა, რომ ქვეყანამ გაზის ექსპორტის სიმძლავრე უკვე გაზარდა და მზად არის, კიდევ უფრო გაზარდოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×