რეზონანსი
26.07.2022

რამდენიმე საკითხი დავაიდენტიფიცირეთ, რაც არის სასამართლოს გადატვირთულობა, სწრაფი მართლმსაჯულება და სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება. ჩვენი მოქალაქეების ინტერესია და ისინი თვეები არ უნდა ელოდებოდნენ მართლმსაჯულების განხორციელებას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

„დავიწყეთ საკითხების იდენტიფიცირება, რაზეც დისკუსიაა საჭირო. რომელიმე საკითხზე ჩაკეტილი კარი არ გვაქვს და შეგვიძლია, ვიმსჯელოთ. ამ საკითხებს დასჭირდება არგუმენტები, საერთაშორისო პრაქტიკა და ვენეციის კომისიის მიდგომები. ამიტომ ნოუ-ჰაუ და ვიღაცას ასე წარმოუდგენია, რომ რეფორმა ასეა საჭირო, არ იქნება არგუმენტად. ერთმანეთს მზა რეცეპტებით არ ვესაუბრებით. ერთმანეთს ულტიმატუმებით არ ვესაუბრებით. მზად ვართ, ნებისმიერ საკითხზე ვიმსჯელოთ. სადაც არგუმენტები იარსებებს, როგორღაც პოზიციების დაახლოება უნდა შევძლოთ. ამ მიდგომით ვმსჯელობთ. რამდენიმე საკითხი დავაიდენტიფიცირეთ, რაც არის სასამართლოს გადატვირთულობა, სწრაფი მართლმსაჯულება და სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება. ჩვენი მოქალაქეების ინტერესია და ისინი თვეები არ უნდა ელოდებოდნენ მართლმსაჯულების განხორციელებას. ამისთვის საჭიროა მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდა, მათთვის სოციალური გარანტიების არსებობა", - აღნიშნავს ოხანაშვილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×