რეზონანსი
26.07.2022

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტი, რომელმაც ორივე მხარე უნდა შეარიგოს, ნაბიჯების გადადგმას ვერ ახერხებს", - ამის შესახებ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი საუბრობს. 

"მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა კიდევ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ ორი მხარის დასაახლოებლად. ის არის ადამიანი, რომელმაც ეს ნაბიჯები უნდა გადადგას", - ამბობს კელი. 

ამბობს, რომ ნიკა გვარამია და მიხეილ სააკაშვილი "პოლიტიკური მოტივებით არიან დაკავებულები". თუმცა, შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა სალომე ზურაბიშვილის კრიტიკისას სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, იან კელი პირდაპირ არ პასუხობს და ამბობს, რომ საქართველოს პრიორიტეტი ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად "ორივე მხარის დაახლოება" უნდა იყოს. 

ჩემთვის ძალიან რთულია ამის თქმა, მაგრამ რადგან დრო მიდის და ევროკომისიამ დააყენა საათი და ის წიკწიკებს, პრიორიტეტი უნდა იყოს ორივე მხარის ერთმანეთთან დაახლოება რეკომენდაციების შესასრულებლად, ქვეყნის საკეთილდღეოდ, ამიტომ ერთობლივი მუშაობა უნდა მოხდეს, რა გზით, ვერ გეტყვით, - ამბობს კელი. 

მისივე თქმით, საქართველოში, როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია, უნდა ეცადოს, რომ "ქვეყნის ინტერესები ვიწროპოლიტიკურ ინტერესებზე წინ დააყენოს" და "პოლარიზაცია მინიმუმამდე დაიყვანოს".

ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ , რომ პოლიტიკური პარტიები ქულების მოპოვებით უფრო არიან დაკავებულები. ამას მე ჩემს ქვეყანაშიც ვხედავ, მაგრამ როცა საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, აშშ-ში ერთ პოზიციაზე შეთანხმებას ვახერხებთ. სწორედ ასე მოხდა პანდემიის დროს, - თქვა იან კელიმ. 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×