რეზონანსი
26.07.2022

რუსეთის საგარეო პოლიტიკაში აფრიკის როლი გაიზრდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უგანდის პრეზიდენტან შეხვედრის დროს განაცხადა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთის ფუნდამენტური, გრძელვადიანი, არაოპორტუნისტული ინტერესებიდან გამომდინარე, გაიზრდება აფრიკის მნიშვნელობა და იმის გამო, რასაც დასავლეთი აკეთებს ახლა რუსეთთან მიმართებით, ობიექტურად გაზრდის აფრიკული მიმართულების წილს რუსეთის საქმიანობაში.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ აფრიკის კონტინენტის როლი ჩვენი საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაიზრდება. ეს მოხდება იმის მიუხედავად, თუ რა ხდება დასავლეთის მიმართულებით. დასავლური მიმართულება კი, როგორც მოგეხსენებათ, ახლა თავისით უქმდება“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×