რეზონანსი
26.07.2022

პირველი წერილის შემდეგ ჩემის აზრით, ვიქნები ბოლომდე კორექტული, არასასიამოვნო იყო ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პასუხი, რომ მას არც წაუკითხავს და რაღაც შეთქმულების თეორიები მოიყვანა მაგალითად, -ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

„იკვეთება ჯაჭვი, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია. ომის დაწყება უკრაინაში ომის, შემდგე ამ ადამიანების ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე სანქციებთან მიმართებაში, ომის რიტორიკა, აკერმანის ჩამოსვლა და რევოლუციური სცენარის მოფიქრება. ეს ეჭვებს ბადებდა, რომ იყო გეგმა: ეს ხელისუფლება ამას არ აკეთებს, შესაცვლელია და მოდით ოპოზიციისა და არასამთავრობოების საშუალებით მოვახდინოთ ცვლილება. შემდეგ იყო სტატუსის თემა ა.შ. ეს ყველაფერი დაგროვდა და სწორედ ბოლო წერილში მივმართავთ, რომ იკვეთება და პირდაპირ ვადებთ ხელს აშშ-ის, შეიძლება მათი სურვილიც იყო, რომ კარგი იქნებოდა გლობალურ კონტექსტში, როდესაც მხოლოდ უკრაინა იბრძვის და ჩვენც გვაქვს პრეტენზიები ჩვენს ტერიტორიებთან დაკავშირებით, შეიძლება საქართველოს ომში ჩართულობა ზიანის მომტანი ყოფილიყო რუსეთისთვის. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს იქნება კატასტროფული შედეგი საქართველოსთვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×